სხვაგან მოხვდით - კვირის პალიტრა

სხვაგან მოხვდით

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გადაამოწმა მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ნომრები, რომლებიც სამართალდამცველების ვერსიით გრუ-ს თანამშრომლებს, სინიცინსა და ოკროკოვს ეკუთვნოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ნომრებზე ჯაშუშობაში ბრალდებული ზურაბ ქურციკიძე ოკროკოვსა და სინიცინს უკავშირდებოდა. მაგალითად, პროკურატურის მიერ მითითებულ ერთ-ერთ სატელეფონო ნომერს ამჟამად მოქალაქე ალექსანდრე ჩიხლაძე პასუხობს. "ეს ნომერი დიდი ხანია მაქვს. ტელეფონიც და ახალი ნომერიც "მაგთის" ოფისში ვიყიდე და არასოდეს არავისთვის გადამიცია. ეს ნომერი ჩემს სახელზეა გაფორმებული", - განაცხადა ალექსანდრე ჩიხლაძემ. მისივე განცხადებით, მასთან არასოდეს დაურეკავს ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძეს. პროკურატურის მიერ მითითებულ მეორე სატელეფონო ნომერზე ვინმე არჩილი პასუხობს და ამბობს, რომ ეს ნომერი დაახლოებით 3-4 წელია აქვს.