ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმებით ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

კერძოდ, საგარეო უწყებისა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ და პრეზიდენტის პირადმა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ 4-4-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღეს, 3-წლიანი გამოსაცდელი სასჯელი შეეფარდა  სააგენტო  EPA-ს ფოტოკორესპონდენტ ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე კი პირობით სასჯელს 1,6 წლის განმავლობაში მოიხდის. ფოტორეპორტიორები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ საპროცესო გარიგებაში არც ერთი თეთრი არ გადაუხდიათ. მანამდე ფოტორეპორტიორები დამატებით დაჰკითხეს და ის უზუსტობები "ჩაასწორებინეს", რომლებიც წინა ჩვენებაში იყო.