გაჩეჩილაძე და ბესელია კუკავასთან მიდიან - კვირის პალიტრა

გაჩეჩილაძე და ბესელია კუკავასთან მიდიან

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე და ეკა ბესელია კახა კუკავას "თავისუფალ საქართველოში" გაწევრდებიან. თავად კახა კუკავა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. თუმცა კი ამბობს, რომ აუცილებელია რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფის კონსოლიდაცია და ეს შეიძლება, ან ბლოკი იყოს, ან პარტია.