ალასანიამ აშშ-ში "მედიაპალიტრაზეც" ისაუბრა - კვირის პალიტრა

ალასანიამ აშშ-ში "მედიაპალიტრაზეც" ისაუბრა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ცნობით, აშშ-ში გამართულ შეხვედრაზე მან "მედიაპალიტრის" ფინანსური შემოწმების საკითხზეც ისაუბრა.

მისი თქმით, "მედიაპალიტრაში" შექმნილ ვითარებაზე ინფორმირებული იყვნენ როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ისე სენატორები ჯო ლიბერმანი და ჯონ მაკკეინი. მათი შეშფოთების საგანია ზოგიერთი პოლიტიკოსის დისკრედიტირებისთვის შეკვეთილი, პროპაგანდისტული გადაცემები; ასევე, დაფინანსებისა და მედიამფლობელების გაუმჭვირვალობა. "ლიბერმანმა ეს ვითარება შეადარა 30-40-იან წლებში აშშ-ში არსებულ ვითარებას, როდესაც იყო მონოპოლიები და არ არსებობდა კონკურენტული გარემო"", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.