"ინტერპრესნიუსი" წლის მედიასაშუალებად დასახელდა - კვირის პალიტრა

"ინტერპრესნიუსი" წლის მედიასაშუალებად დასახელდა

2011 წლის სახელებისა და სახეების დაჯილდოების ცერემონიაზე გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე "მედიაპალიტრის პროექტის, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" წიგნები 1.000 ლარად გაიყიდა.

აუქციონზე ამ ლოტის საწყისი ფასი 300 ლარი იყო. კონკურენციის შედეგად,  ლოტის ფასმა 1.000 ლარი შეადგინა. სულ საქველმოქმედო აუქციონზე 23.000 ლარი შევიდა.

ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი" გამომცემლობა "სახე(ლ)ებმა" წლის მედიასაშუალებად დაასახელა. სააგენტომ სპეციალური პრიზი ობიექტურობისა და ოპერატიულობისთვის მიიღო (ვრცლად იხ. გვ.38).