სკანდალი სტამბოლში - კვირის პალიტრა

სკანდალი სტამბოლში

სტამბოლში მსოფლიო კულტურათა დღეების აფიშაზე საქართველო და აჭარა ცალ-ცალკე იყო მოხსენიებული (?!). მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები ამ საკითხით დაინტერესდნენ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ყველაფერი გაუგებრობას გადააბრალეს. პირად საუბარში კი აჭარელი მოხელეები ამბობდნენ, რომ ამ ფესტივალზე აჭარის დელეგაცია იყო ყველაზე წარმომადგენლობითი და შესაბამისად, ეს აფიშაზეც აისახა.