"გადატვირთვა" ჩიხში არ შესულა - კვირის პალიტრა

"გადატვირთვა" ჩიხში არ შესულა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკა ჩიხში შევიდა.

"გადატვირთვა არ ხდება ჩვენი ინტერესებისა და პრინციპების საზიანოდ. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი", - აცხადებს ჯონ ბასი.