მცხეთასთან სარკინიგზო ავარია მოხდა - კვირის პალიტრა

მცხეთასთან სარკინიგზო ავარია მოხდა

მცხეთის მე-18 კილომეტრზე სატვირთო მატარებლის 12 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გაუმართავი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და სხვა ვაგონებიც წაიყოლა. ვაგონები ამობრუნდა და მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნავთობი დაიღვარა.

სიცხის გამო, არსებობდა იმის საფრთხე, რომ ნავთობი აალებულიყო. თუმცა სახანძრო ბრიგადებმა ხანძრის საფრთხის აღკვეთა მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე საათით მიმდებარე ტერიტორიაზე საცობი იყო. პარალიზებული იყო სარკინიგზო მოძრაობაც.