FEMEN-იადა გრძელდება - კვირის პალიტრა

FEMEN-იადა გრძელდება

უკრაინაში ფემინისტური მოძრაობა  FEMEN-ის აქტივისტი ინა შევჩენკო დააკავეს და ხულიგნობისთვის ჯარიმაც გადაახდევინეს. უკრაინული მედიის ცნობით, მილიციამ შევჩენკო საქართველოს საელჩოს განცხადების საფუძველზე დააკავა. საქმე ეხება 18 ივლისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც საელჩოსთან შეკრებილ ნახევრად შიშველ გოგონებს, რომლებიც საქართველოში ფოტორეპორტიორების დაკავებას აპროტესტებდნენ, საელჩოს დაცვის თანამშრომელი თემურ ზარნაძე გამოუვარდა, ჯერ ქალები დააწიოკა, შემდეგ კი ერთ-ერთ ჟურნალისტს სცემა. უUკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს საელჩოს საჩივარში ნათქვამია, რომ ინციდენტის პროვოცირება სწორედ ფემინისტების ბრალია.