ტრაგედია უკრაინულ მაღაროში - კვირის პალიტრა

ტრაგედია უკრაინულ მაღაროში

უკრაინაში, ქალაქ სუხოდოლსკის“მაღარო "ბაჟანოვის" აფეთქებას 17 კაცი ემსხვერპლა. შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

9 მაღაროელი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში მეთანი აფეთქდა. დაღუპული მაღაროელების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ.