თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გადადგა - კვირის პალიტრა

თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გადადგა

თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა. თანამდებობები დატოვეს გენერალური შტაბის, სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და ფლოტის ხელმძღვანელებმა.

თურქული მედიის ცნობით, მიზეზი სამხედროებსა და პრემიერ-მინისტრ რეჯებ ერდოღანს შორის განხეთქილება იყო. კერძოდ, სამხედროები ერდოღანის საკადრო პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ.