ვიეტნამში ხანძარმა 17 კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვიეტნამში ხანძარმა 17 კაცი იმსხვერპლა

ვიეტნამის ქალაქ ჰაიფონში ფეხსაცმლის არალეგალურ ფაბრიკაში ხანძრის გამო 17 კაცი დაიწვა, 20 კი მძიმედ დაშავდა. ხანძარი დაუდევრობის გამო გაჩნდა, შენობას კი სახანძრო გასასვლელები არ ჰქონდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშები ცეცხლმოდებული შენობიდან ვერ გამოვიდნენ. დაღუპულთა შორის 10 ქალია.