კირილმა ქართული ეკლესიის იურისდიქცია აღიარა - კვირის პალიტრა

კირილმა ქართული ეკლესიის იურისდიქცია აღიარა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკრაინაში, კიევ-პეჩორის ლავრაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა.ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ის იყო, რომ რუსეთის პატრიარქმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ეკლესიის კანონიკური იურისდიქცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ილია II-მ კირილს ქართული ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პატრიარქმა ისიც აღნიშნა, რომ რუსული ეკლესიის ხელმძღვანელმა საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

"პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს ძმური და მეგობრული", - ბრძანა ილია II-მ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კიევის მიტროპოლიტ ვლადიმირსა და უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ პირებს შეხვდა.