"სეპარატიზმი საშიში დაავადებაა" - კვირის პალიტრა

"სეპარატიზმი საშიში დაავადებაა"

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ ქვეყნის პირველ ნაციონალურ არხს განუცხადა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა დაკარგული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალია.

პატრიარქმა ბრძანა, რომ არ შეიძლება, საკუთარ ქვეყანაში ებრძოდე სეპარატიზმს და სხვა ქვეყანაში მხარს უჭერდე,  ეს არასწორია. ილია II-მ აფხაზი სასულიერო პირების სურვილზეც ისაუბრა, რომელთაც საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფა სურთ. ის, ვინც კანონიკურ საზღვრებს არღვევს, ვინც ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ეკლესიაში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოწამეობრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება. მოვუწოდებ აფხაზეთისა და ცხინვალის სასულიერო პირებს, შევხვდეთ და ვისაუბროთ", - ბრძანა პატრიარქმა.