კომოროვსკიმ ოპოზიციას 15 წუთი დაუთმო - კვირის პალიტრა

კომოროვსკიმ ოპოზიციას 15 წუთი დაუთმო

საქართველოში ვიზიტისას პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი უნდა დასწრებოდა ქართულ-პოლონურ ბიზნესფორუმს და ოპოზიციასაც უნდა შეხვედროდა.

უცნაური ის იყო, რომ პირველი ღონისძიება 16:00 საათზე, მეორე კი 16:10 საათზე იყო დანიშნული.

კომოროვსკისთვის პრიორიტეტული ბიზნესფორუმი აღმოჩნდა, ოპოზიციის ლიდერებს კი რამდენიმე საათი მოუწიათ ლოდინმა, რომელიც არ დაფასდა. პოლონეთის პრეზიდენტმა მათ მხოლოდ 15 წუთი დაუთმო. მოასწრო თუ არა კომოროვსკიმ ამ დროის განმავლობაში საქართველოში არსებულ ვითარებაზე ალტერნატიული ინფორმაციის მიღება, ეს მან პოლონეთში გაიყოლა.