პოლონელები შეგვაიარაღებენ? - კვირის პალიტრა

პოლონელები შეგვაიარაღებენ?

ოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ბათუმში გამართული შეხვედრისას ძირითადად იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეუწყობს პოლონეთი ხელს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას.

თუმცა ანალიტიკური გამოცემა "სტრატფორი" ამტკიცებს, რომ ბრონისლავ კომოროვსკის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისისთვის პოლონური იარაღის მიყიდვა იყო. ეს ცნობა "სტრატფორმა" ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. ოფიციალურ თბილისსა და ვარშავას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.