ვინ ტყუის? - კვირის პალიტრა

ვინ ტყუის?

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას მორიგი სიურპრიზი შესთავაზა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მას დიდად არ ეხატებოდა გულზე პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-იდან 190 დეპუტატამდე გაზრდა, თუმცა ეს ოპოზიციური "რვიანის" მოთხოვნა იყო.პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო შეთანხმება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიუღებელ მოთხოვნას დათანხმდა.

აწ უკვე ყოფილი "რვიანის" წევრების რეაქცია მწვავე იყო, - მათ პრეზიდენტი სიცრუეში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, სააკაშვილი მიხვდა, რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა მცდარი გადაწყვეტილებაა და ახლა ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობსო.