საბერძნეთი თურქეთს თხრილით გაემიჯნება - კვირის პალიტრა

საბერძნეთი თურქეთს თხრილით გაემიჯნება

საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით თურქეთთან სახმელეთო საზღვრის 120-კილომეტრიან მონაკვეთზე ტანკსაწინააღმდეგო თხრილი გაითხრება.ოფიციალური ათენის გათვლით, საბერძნეთზე თავდასხმის შემთხვევაში თურქეთის არმიას ქვეყანაში შეჭრა გაუჭირდება. გარდა ამისა, თხრილმა არალეგალი მიგრანტების ნაკადიც უნდა შეაჩეროს. საბერძნეთიც და თურქეთიც ნატოს წევრები არიან, თუმცა კვიპროსის საკითხის გამო დაძაბული ურთიერთობა აქვთ.