ჩინეთში ჟურნალისტებს ავიწროებენ - კვირის პალიტრა

ჩინეთში ჟურნალისტებს ავიწროებენ

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ორი ჟურნალისტი ხელისუფლების გაკრიტიკების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.კერძოდ, მატარებლის ავარიის შესახებ სიუჟეტში ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ჩინეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობას და არ ზრუნავს მგზავრების უსაფრთხოებაზე. ეს კი ჩინეთის კომპარტიას არ მოეწონა.

23 ივლისს ჩინეთში მატარებლის კატასტროფას დაახლოებით 40 კაცი შეეწირა.