კლინტონი სირიას ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

კლინტონი სირიას ადანაშაულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება 2000-მდე კაცის სიკვდილშია დამნაშავე.მისი თქმით, სირიის ხელისუფლებამ ხალხის თვალში ლეგიტიმურობა დაკარგა და აშშ გააგრძელებს სირიელების მხარდაჭერას. კლინტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის პრეზიდენტ ბაშირ ასადს თანამდებობის დატოვებისკენ.