ტიმოშენკოს პატიმრობა ემუქრება - კვირის პალიტრა

ტიმოშენკოს პატიმრობა ემუქრება

კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს, დაკავება გადაწყვიტა იმ მოტივით, რომ ტიმოშენკო სასამართლოში მოწმეების დაკითხვას ხელს უშლიდა.

ყოფილი პრემიერი რუსეთთან ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებისას უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი. ტიმოშენკო წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. იქვე უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკოც ზის. ტიმოშენკოს მომხრეებმა პროტესტის ნიშნად კიევის ცენტრში კარვების ქალაქი დასცეს, ოპოზიცია კი უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს.