უცნაური მუხლი - კვირის პალიტრა

უცნაური მუხლი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლში (ჯაშუშობა) არის ფრაზა: "საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა", ანუ მუხლში არ არის მითითებული, რა იგულისხმება ამ "სხვა ინფორმაციაში".

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ და გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომლის მიხედვითაც "სხვა ინფორმაცია" უნდა დაზუსტდეს. მუხლი უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც.