სააკაშვილს და მერაბიშვილს უსმენენ? - კვირის პალიტრა

სააკაშვილს და მერაბიშვილს უსმენენ?

რუსულმა ვებგვერდმა ცოპოკა.ნეტ-მა ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნა.საიტის მტკიცებით, პირველ ჩანაწერში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შოთა უტიაშვილი საუბრობენ, მეორეში - მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მესამეში - ისევ მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ზურაბ ხიზანიშვილი, მეოთხეში - მარტო მერაბიშვილის ხმა ისმის, მეხუთეში - ისევ მერაბიშვილი და უტიაშვილი საუბრობენ, მეექვსეში კი მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება ფოტორეპორტიორების საქმის დეტალებზე, მათ შორის - მტკიცებულებებსა და საპროცესო გარიგებაზე.