საქართველო სახიფათო ყოფილა - კვირის პალიტრა

საქართველო სახიფათო ყოფილა

ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა“"მაპლეკროფტმა" გამოაქვეყნა ტერორიზმის რისკის ინდექსი, რომელშიც 197 ქვეყანა მოხვდა. ტერორიზმის რისკი დაყოფილია "უკიდურეს", "საშუალო" და "დაბალ" კატეგორიებად. საქართველო "საშუალო" კატეგორიაში მოხვდა, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთში, "მაპლეკროფტის" ექსპერტების შეფასებით, ტერორიზმის საფრთხე დაბალია.

რუსეთი "უკიდურეს" ოცეულში მოხვდა. რეიტინგის ლიდერები კი სომალი, პაკისტანი, ერაყი და ავღანეთი არიან.