პატრიარქის ახალი ინიციატივა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ახალი ინიციატივა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II სემინარზე "ეკლესია და ეკონომიკა"  გამოვიდა კომიტეტის შექმნის ინიციატივით, რომელიც ოჯახებს შემოსავლის სწორად განკარგვაში დაეხმარება."ერთი შეხედვით თითქოს არ არის კავშირი ეკლესიასა და ეკონომიკას შორის. სინამდვილეში კი ძალიან დიდად არის დაკავშირებული. ეკლესია ეკონომიკისა და ეკონომიკის განვითარებისთვის ბევრ რამეს აკეთებს. ჯერ ერთი ხალხის დასაქმება - მე არ მეგულება არც ერთი დაწესებულება საქართველოში, რომ ამდენი ხალხი იყოს დასაქმებული, რამდენიც ეკლესიაშია", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.