ანძა "გოლდენ კომისაა"
აუქციონმა, რომლის დროსაც ტელეანძის მფლობელი კომპანია "ალფა-კომი" "გოლდენ კომმა" იყიდა, ბევრი ეჭვი გააჩინა. კერძოდ, "საქართველოს ტელერადიოცენტრი" 4 ივლისს "ალფა-კომად" გადაკეთდა, 11 ივლისს კი დარეგისტრირდა "გოლდენ კომი", რომლის ხელმძღვანელს, ვასილ ბოლაშვილს, ტელეკომუნიკაციების სფეროში არასოდეს უმუშავია.სამაგიეროდ, ის "ნაციონალების" დამფინანსებელთა სიაში აღმოაჩინეს.

18 ივლისს ანძის აუქციონი გამოცხადდა, 22 ივლისს კი "გოლდენ კომმა" პირველი ბიჯი გააკეთა. აუქციონის წინა პერიოდი გასაიდუმლოებული იყო. 1-ელ აგვისტოს "გოლდენ კომმა"“"ალფა კომის" მართვის უფლება 110.000 ლარად იყიდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები
ამას კორუფციულ სქემას უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ბოლაშვილს ტელეანძა ხელისუფლებამ აყიდვინა. ამ ბიზნესმენის ნაცნობებს კი უკვირთ, საიდან უნდა მოიტანოს ბოლაშვილმა ის 12 მილიონი დოლარი, რომელიც აუქციონის პირობების მიხედვით ანძაში ინვესტიციის სახით უნდა დააბანდოს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?