"ამნესტი ინტერნეიშენელი" დევნილებს გამოესარჩლა - კვირის პალიტრა

"ამნესტი ინტერნეიშენელი" დევნილებს გამოესარჩლა

"ამნესტი ინტერნეიშენელი" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს დევნილების იძულებით გამოსახლება.როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა იძულებით გამოსახლება და უზრუნველყოს ისინი ადეკვატური საცხოვრებლით. ორგანიზაციის ანგარიში 29-გვერდიანია და მოიცავს ბოლო ორი წლის განმავლობაში დევნილთა გამოსახლების დეტალებს.