სააკაშვილმა "ეხო მოსკვიში" გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა "ეხო მოსკვიში" გაიმარჯვა

"ეხო მოსკვის" მსმენელი არ ეთანხმება დმიტრი მედვედევის მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს და აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა სწორედ საქართველოს პირველ პირს ეკისრება.კერძოდ, "ეხო მოსკვის" ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა ომის დაწყების სააკაშვილისეულ ვერსიას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქართველი ლიდერი საერთაშორისო ტრიბუნალმა არ უნდა გაასამართლოს.