პასუხი თბილისიდან - კვირის პალიტრა

პასუხი თბილისიდან

დმიტრი მედვედევის განცხადებებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ უპასუხა. მისი თქმით, საგანგაშოა, რომ მედვედევი კვლავ ცინიკურად ამართლებს ქართველი ხალხის ეთნიკურ წმენდას. ინტერვიუში საგულისხმო ფრაზა იყო ის, რომ 2008 წლის აგრესიით რუსეთმა მხოლოდ საქართველოს კი არა, სხვა მეზობლებსაც ჩაუტარა გაკვეთილი.

მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერის თქმით, მედვედევი "ცივი ომის" დროინდელი ფრაზებით ლაპარაკობს და ადასტურებს, რომ საქართველოსთან ერთად, პარტნიორ ქვეყნებსაც არ სცემს პატივს.