"ნატო... მხოლოდ პოსტსააკაშვილის პერიოდში" - კვირის პალიტრა

"ნატო... მხოლოდ პოსტსააკაშვილის პერიოდში"

ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ნატო-ში შესვლა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდება.     "საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის

პროცესი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში შენელებულია. მიმაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრებაზე მსჯელობა მხოლოდ პოსტსააკაშვილის პერიოდშია შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელის თქმით,  ტალიავინის კომისიის დასკვნამ საქართველოს პრესტიჟი ძალზე შელახა.

"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება აღიარებულია, როგორც არასწორი ნაბიჯი. რადგან სააკაშვილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფალია, ეს საქართველოს იმიჯზეც იქონიებს გავლენას", - განაცხადა ალასანიამ, - ეს დოკუმენტი არ იძლევა არანაირ სამართლებრივ საფუძველს, რომ რომელიმე  ქვეყანამ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუმცა, რუსეთის საგარეო პოლიტიკური ძალისხმევით ამ დასკვნის ბოროტად გამოყენება შეიძლება".

მისივე შეფასებით, ამ დასკვნით კმაყოფილების საფუძველი არც რუსეთს გააჩნია, რადგან იქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსეთი იყო და რჩება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშად დამრღვევ ქვეყნად.