"საქართველოს უპასუხისმგებლო ხელისუფლება ჰყავს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს უპასუხისმგებლო ხელისუფლება ჰყავს"

"ევროკავშირის მისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო და უუნარო ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ქვეყნის

სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყანა ჩიხში შეჰყავს", -  განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

"გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 5-დღიანი ომის დაწყების მიზეზად დასახელებულია   საქართველოს მხრიდან საარტილერიო დანადგარებით ცხინვალის მასირებული დაბომბვა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებსა და რუსეთის სამშვიდობო ძალებში. ამან საბაბი მისცა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე. ხელისუფლება კი ტრადიციულად შეეცადა, კონტროლირებადი მედიის საშუალებით კვლავ დაემალა ხალხისთვის სიმართლე. დასკვნაში მოყვანილი ფაქტების დამალვა-დამახინჯება საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულია"", - განაცხადა ბურჯანაძემ.