ჩილეში სტუდენტები დაარბიეს - კვირის პალიტრა

ჩილეში სტუდენტები დაარბიეს

ჩილელი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში სპონსორული წილის გაზრდას და განათლების დონის ამაღლებას ითხოვდნენ. ამას ჩილეს ხელისუფლებამ მანიფესტაციების აკრძალვითა და აქციის დარბევით უპასუხა. პოლიციამ სანტიაგოს ცენტრში სტუდენტების აქცია ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაკავებულია 300-მდე სტუდენტი.