ლიბიის ომმა სტოკჰოლმამდეც მიაღწია - კვირის პალიტრა

ლიბიის ომმა სტოკჰოლმამდეც მიაღწია

სტოკჰოლმში, ლიბიის საელჩოში, რამდენიმე ადამიანი შეიჭრა და შენობა დაიკავა. ადგილზე მისულ პოლიციელებს თავდამსხმელები დაემუქრნენ, რომ თუ სამართალდამცველები შენობაში შესვლას დააპირებდნენ, ისინი ფანჯრიდან გადახტებოდნენ.თავდამსხმელებმა მუამარ კადაფის სურათები გადაყარეს და ლიბიელი მეამბოხეების დროშა გადმოფინეს. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პოლიციამ საელჩო შტურმით აიღო და თავდამსხმელები დააკავა.