სირიაში ხოცვა-ჟლეტა გრძელდება - კვირის პალიტრა

სირიაში ხოცვა-ჟლეტა გრძელდება

სირიის არმია თანამოქალაქეების დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტას აგრძელებს. ქალაქ კუსეირში სამხედროებმა დახოცეს ანტისამთავრობო აქციაში მონაწილე 30-მდე მოქალაქე.ბოლო მონაცემებით, მარტიდან დაწყებული ანტისამთავრობო აქციებისას, 1600 ადამიანია დაღუპული, 3000 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აშშ-მა ჩინეთსა და ინდოეთს პრეზიდენტ ბაშარ ასადზე ზეწოლისკენ, რუსეთს კი სირიისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.