ორი კორეა ომის ზღვარზე - კვირის პალიტრა

ორი კორეა ომის ზღვარზე

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ომის ზღვარზე არიან. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეამ კუნძულ ენპხენდოს რამდენჯერმე გაუხსნა საარტილერიო ცეცხლი, რაზეც სამხრეთელებმა საპასუხო ზალპით უპასუხეს. მართალია, ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ დაპირისპირება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდება. 2010 წელს ორ კორეას შორის, "საარტილერიო დუელმა" ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.