დარბეული ბრიტანეთი - კვირის პალიტრა

დარბეული ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ლონდონში, ტოტენჰემის რაიონში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ოთხი შვილის მამა, 29 წლის შავკანიანი მარკ დაგანი მოკლა.პოლიციის ცნობით, დაგანი განგსტერი იყო, ახლობლების მტკიცებით კი მოკლული სამაგალითო მოქალაქე გახლდათ. ტოტენჰემის პოლიციის განყოფილებასთან დაწყებულმა არეულობამ ლამის მთელი ბრიტანეთი მოიცვა. სამართალდამცველებთან შეტაკებები გაგრძელდა მანჩესტერში, ლივერპულში, ბირმინგემსა და სხვა ქალაქებში. ახალგაზრდების ჯგუფები წვავდნენ შენობებს, ტრანსპორტს და არც მაროდიორობაზე ამბობდნენ უარს. პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომელთა შორის არიან მილიონერის ქალიშვილი, დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური დელეგაციის წევრი, მასწავლებლები და 11 წლის მოზარდიც კი. ბოლო ინფორმაციით, არეულობას 5 ადამიანი შეეწირა.