ვარშავაში ქართველი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ვარშავაში ქართველი დაჭრეს

ვარშავის ცენტრში საქართველოს მოქალაქე მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი ქართველებს შორის მოხდა და დაზარალებულიც და თავდამსხმელიც ქართველები არიან.დაჭრილს ვარშავის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.