აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანეს - კვირის პალიტრა

აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანეს

ქუთაისში, აღმაშენებლის მოედნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლი ვაგზლის მოედანზე გადაიტანეს. ძეგლი 1995 წელს გაიხსნა და მისი ავტორი ელგუჯა ამაშუკელია. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის, ვასილ მებურიშვილის მტკიცებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის აზრი გაითვალისწინა და ძეგლის დემონტაჟი არავის გაუპროტესტებია. აღმაშენებლის მოედანზე ძველი კოლხური მონუმენტი დაიდგმება.