საბავშვო ბაღებში გადასახადი 30-დან 80 ლარამდე მერყეობს - კვირის პალიტრა

საბავშვო ბაღებში გადასახადი 30-დან 80 ლარამდე მერყეობს

თბილისის საბავშვო ბაღებში მომსახურების გადასახადი 30-დან 80 ლარამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ფასები ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონების ბაღებში ფიქსირდება.ამ რაიონების საბავშვო ბაღებში საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის პირველი ბავშვის მომსახურების ღირებულება 30 ლარიდან იწყება და რიგ შემთხვევებში 45, 50, 55, 60, 65, 70, 75 და 80 ლარია.

ქალაქის ყველა საბავშვო ბაღში ოჯახის მეორე ბავშვზე მომსახურების ღირებულება ნახევრდება, ხოლო მესამე ბავშვის მომსახურება უფასოა. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 200000-ზე ნაკლებია, საბავშვო ბაღის მომსახურება უფასოა. აღნიშნული მომსახურების საფასურს თბილისის მერია დაფარავს

(ვრცლად იხ. გვ. 14).