პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა

ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერი შალვა ნათელაშვილი   მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ტალიავინის კომისიის დასკვნაში

მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ არის ბრალდებული ომის წამოწყებაში.

"დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ საქართველომ დაიწყო აგრესია. ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, ქვეყნის დაშლის შეუქცევად პროცესს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაგრძელებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომლის აზრით, ამ მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლით შეიძლება.