სააკაშვილმა მედვედევს უპასუხა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა მედვედევს უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ახალგაზრდებთან შეხვედრისას დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა:"არ არის ნორმალური, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე სახელმწიფოს ლიდერზე 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობს. ტელევიზორში მოვკარი თვალი, რომ ჩვენზე ასჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც რეალურად სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება, 55-წუთიან ინტერვიუში 39 წუთი მე მომიძღვნა. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია". შეგახსენებთ, რომ მედვედევმა“"პიკს",“"რაშა თუდეისა" და "ეხო მოსკვის" 55-წუთიანი ინტერვიუ მისცა, რომლის მთავარი პერსონაჟი მიხეილ სააკაშვილი იყო.