ამერიკის მორიგი მოწოდება - კვირის პალიტრა

ამერიკის მორიგი მოწოდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.მისი თქმით, ამერიკა მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. "ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ ინციდენტების პრევენციის ჟენევის დისკუსიაში. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას. ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნება რეგიონში. თუმცა, ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მონიტორებს არ შეუძლიათ საზღვრის ორივე მხარის მონიტორინგის განხორციელება",  - განაცხადა ტონერმა.