საქართველომ გმირები გაიხსენა - კვირის პალიტრა

საქართველომ გმირები გაიხსენა

საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის მესამე წლისთავი აღნიშნა და დაღუპული გმირები გაიხსენა. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო ყველამ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა თუ პოზიციისა. გორის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს რუკა თეთრი და წითელი სანთლებით გამოსახეს. ასევე გაიმართა ფილმ“"აგვისტოს 5 დღის" სახალხო ჩვენება.