შამბას სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

შამბას სკანდალური განცხადება

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი შამბამ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე აფხაზები ომისთვის ემზადებოდნენ და იატაკქვეშეთში ქვედანაყოფებს ქმნიდნენ.  მოხალისეების მობილიზაციით ორგანიზაცია "აიდგილარა" იყო დაკავებული. "აიდგილარას" კი მაშინ შამბა ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ: აქამდე აფხაზები ამტკიცებდნენ, რომ ქართული მხარე ვერაგულად დაესხა თავს დაუცველ აფხაზებს, რომლებიც ომისთვის არ ემზადებოდნენ. შამბას განცხადებას აფხაზ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.