მორიგი გამოსახლება - კვირის პალიტრა

მორიგი გამოსახლება

სასტუმრო "აფხაზეთი", სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილები უკვე 21 წელია ცხოვრობენ, შპს "ველაჯიომ" შეიძინა. შესაბამისად, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილებს შეატყობინა, რომ მათ სასტუმროდან 15 აგვისტოს გამოასახლებენ. ამას დევნილების პროტესტი მოჰყვა. მათ აქციები გამართეს გაეროს ოფისთან, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან და სახალხო დამცველის ოფისთან. სამინისტრომ მათ ალტერნატიული ფართობი რუსთავში ან ოჯახზე 10.000-დოლარიანი კომპენსაცია შესთავაზა. დევნილები მოითხოვენ, რომ სამინისტრომ დააზუსტოს, რა ფართობზეა ლაპარაკი, მათი ნაწილი არც 10.000-დოლარიან კომპენსაციას თანხმდება. კერძოდ, დევნილების ცნობით, ოჯახებად დაყოფის იურიდიული პროცესი რამდენიმე წლის წინ შეჩერდა და დღეს ერთ ოჯახში 10-12 პირია რეგისტრირებული. სუბელიანის უწყებას დევნილთა ინტერესების გათვალისწინებისკენ სახალხო დამცველმაც მოუწოდა.

(ვრცლად იხ. გვ.7)