"სიღარიბეს არ უნდა შევეგუოთ" - კვირის პალიტრა

"სიღარიბეს არ უნდა შევეგუოთ"

"ბრძენი ადამიანი არასოდეს ეჯახება კედელს, იგი ეძებს კარს. სიბრძნე აუცილებელია ადამიანისთვის, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. - დღეს ბევრი პრობლემაა, მაღალია უმუშევრობის დონე, ხშირია ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება.“სიღარიბეს არ უნდა შევეგუოთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა და საჭიროა მისი ბრძნულად გამოყენება".”პატრიარქმა შრომის აუცილებლობაზეც ისაუბრა:”"ვხედავთ, რომ მიწიერი გზის გავლისას ჩვენ გვჭირდება პური ჩვენი არსობისა, ამ პურს შრომა უნდა, სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი ცოტა გაზარმაცდა. აუცილებელია დავიბრუნოთ ის სიყვარული მიწისადმი, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ".