საპატრიარქოს განცხადება - კვირის პალიტრა

საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო სინოდის წევრებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ამას.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს ინტერნეტითა და პრესით წმინდა სინოდის წევრებზე შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

საპატრიარქოს აზრით, ეს არის ზოგ შემთხვევაში მიზანმიმართული, ზოგჯერ კი გაუცნობიერებელი მოქმედება, რომელიც საბოლოოდ ხალხის დაბნევასა და მრევლში უნდობლობის დანერგვას ემსახურება.

"მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას, არ აჰყვნენ ასეთ ქმედებებს, რადგან იგი ყურადღების სხვაგან გადატანის, ეკლესიაში შფოთის შემოტანის, მისი დასუსტების მცდელობაა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.