ილია მეორემ აჭარაში 35 ადამიანი მონათლა - კვირის პალიტრა

ილია მეორემ აჭარაში 35 ადამიანი მონათლა

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ 35 ადამიანი მონათლა. ნათლულები, ძირითადად, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და  აჭარლები იყვნენ, მათ შორის  - რამდენიმე ბავშვი. "მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, სადაც შვიდი წლის მანძილზე ვმსახურობდი,  აღვავლენდი ლოცვებს, უამრავი ადამიანი მომინათლავს და გზაზე დამიყენებია. აქ საოცარი სიყვარული სუფევს. მე იმედი მაქვს, რომ აღვადგენთ იმ პატივისცემას, რომელიც არსებობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის; ვიქნებით ერთად ბედნიერი და მომავლის იმედით მყოფნი. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მთელი საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.