"დამოუკიდებლობა სახელმწიფოს ყველაზე დიდი იარაღია" - კვირის პალიტრა

"დამოუკიდებლობა სახელმწიფოს ყველაზე დიდი იარაღია"

"დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი იარაღია, რაც კი სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა ლიტვის პირველმა პრეზიდენტმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლისას, სადაც იგი მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

"ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, რადგან დამოუკიდებლობა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც კი სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლიტვის პირველი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში და მის ირგვლივ ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ხდება. "ვიქნები მუდამ თქვენ გვერდით იმ გზაზე, რომელზეც ასე მტკივნეულად მიემართებით. განსაკუთრებით მიყვარს საქართველო, მისი ბრწყინვალე კულტურა. უზომოდ მხიბლავს ქართველი ქალების სილამაზე. ეს ქვეყანა ჩემთვის განსაკუთრებულია", - დასძინა ლანდსბერგისმა.