"მსოფლიო რუსეთის დასასჯელად მზად არ არის" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო რუსეთის დასასჯელად მზად არ არის"

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას შეფასებით, მსოფლიო რუსეთის დასასჯელად მზად არ არის.

ტალიავინის კომისიის დასკვნა სამართლებრივად მისაღებია, მაგრამ მასში უფრო მეტი რომ თქმულიყო, მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ  კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიებების გატარება მოუწევდა. "როგორც ჩანს, მსოფლიო ამისათვის ჯერ მზად არ არის"'', - დასძინა მალაშხიამ. დეპუტატის თქმით, რუსეთი ცდილობს დასკვნას თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს, მაგრამ მასში ნათლად არის ნათქვამი, რომ ჩატარდა ქართველების ეთნოწმენდა, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე.